- 2026-02-24 10:29:21
საქართველო Global Travel Awards-ის 2026 წლის ნომინანტია
საერთაშორისო ტურისტულ პლატოფორმაზე – Global Travel Awards, საქართველო 2026 წლის საუკეთესო განვითარებადი ტურისტული მიმართულების – Best Emerging Travel Destination-ის კატეგორიაშია წარდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ნომინაციაში გამარჯვებულები ღია კენჭისყრით გამოვლინდებიან, ხმის მიცემა 20 მარტს დასრულდება.
საქართველოსთვის ხმის მიცემა შესაძლებელია პლატფორმზე: https://globaltravelawards.co/Voting
Global Travel Awards ლონდონში მოქმედი საერთაშორისო ტურისტული პლატფორმაა, რომელიც ყოველწლიურად ატარებს მსგავს გამოკითხვებს და გამარჯვებულებს ავლენს სხვადასხვა ნომინაციაში.
Global Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონია 25 მარტს, ლონდონში გაიმართება.
Post author: travelnews.ge