- 2026-03-02 09:06:54
ახლო აღმოსავლეთში კიდევ 3 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ახლო აღმოსავლეთის ძირითად აეროპორტებში დღეს კიდევ 3 400-ზე მეტი საჰაერო რეისი გაუქმდა.
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა განაცხადა, რომ დუბაიში და დუბაიდან ყველა ოპერაცია 2 მარტის, არაბთა გაერთიანებული საამიროების დროით 15:00 საათამდე შეჩერდა.
საქართველოდან, კერძოდ თბილისისა და ბათუმის აეროპორტებიდან გაუქმდა ფრენები თეირანის, თელ-ავივის, დუბაისა და სხვა ქალაქების მიმართულებით, ჯამში 20-ზე მეტი ავიარეისი.
„კატარის ავიახაზებმა“ განაცხადა, რომ ოპერირებას განაახლებს მას შემდეგ, რაც კატარის სამოქალაქო ავიაციის ორგანო კატარის საჰაერო სივრცის უსაფრთხოდ გახსნის შესახებ გამოაცხადებს.
„კატარის ავიახაზები“ განმარტავს, რომ დამატებით ინფორმაციას ორშაბათს, დოჰას დროით დილის 9:00 საათისთვის გაავრცელებს.
„ეთიჰადის“ ცნობით, აბუ დაბის მიმართულებით და აბუ დაბიდან რეისები ორშაბათს, არაბთა გაერთიანებული საამიროების დროით დილის ორ საათამდე შეჩერდა.
1tv.ge
Post author: travelnews.ge