განმუხურსა და ანაკლიში სანაპირო ზოლის გა...

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ...

Image

განმუხურსა და ანაკლიში სანაპირო ზოლის განახლება იწყება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურისა და ანაკლიის საზღვაო სანაპირო ზოლის განახლების პროექტირებას იწყებს.

შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა, რომელშიც მომსახურების გაწევისა და სამუშაოების შესრულების საერთო ვადად 8 თვეა განსაზღვრული. 

პროექტის მიხედვით, სრულად განახლდება სარეკრეაციო სივრცე და მოეწყობა მრავალფუნქციური, ყველა სეზონზე ხელმისაწვდომი სანაპირო ზოლი.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.


Post author: travelnews.ge